Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტამ დაადასტურა, ტურეს ქირურგიული ჩარევა სჭირდება…

ატალანტამ დაადასტურა, რომ ელ ბილალ ტურეს მარჯვენა ბარძაყის მყესზე ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

21 წლის ფორვარდმა, რომელიც ლა დეას ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახლავთ, ტრავმა სეზონის დაწყებამდე, ამხანაგური მატჩის მსვლელობისას მიიღო, სამედიცინო შემოწმებამ კი ბარძაყის მყესის დაზიანება დაუდასტურა.

ტურეს მოედანზე დაბრუნების დრო ჯერჯერობით უცნობია, თუმცა Sky Sport-ის ცნობით, ახალგაზრდა ტალანტი, რომლის სანაცვლოდ ლა დეამ 30 მილიონი ევრო გადაიხადა, მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს…