ატალანტას ულტრასებს 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯათ
Lega Serie A-მ დაადასტურა, რომ ატალანტას Curva Nord Pisani მომდევნო საშინაო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაესწრება.
ლა დეას ულტრასებს დისკვალიფიკაცია დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ გამოთქმული რასისტული შეძახილების გამო მიესაჯათ.
დისკვალიფიკაციის გარდა, ატალანტას ჯარიმის სახით 10,000 ევროს გადახდა მოუწევს.