Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატლეტიკო იანვარში ვლაჰოვიჩის გაფორმებას ეცდება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, ატლეტიკო ბიანკონერის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება.

სერბმა ფორვარდმა სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში ფორმიდან ამოვარდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილიც დაკარგა.

წყაროს ცნობით, თუ ესპანელები იანვარში შესაბამის წინადადებას გააკეთებენ, ტურინული გრანდი მისი გასხვისების წინააღმდეგი არ იქნება.