ატლეტიკომ მილანს მორატას ფასი შეუთვალა…
იტალიური წყაროების შემდეგ, მილანის მხრიდან ალვარო მორატას მიმართ არსებულ ინტერესზე ესპანეთშიც ალაპარაკდნენ.
გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, მადრიდელები ზაფხულში ალვაროს გაყიდვის წინააღმდეგი არ არიან, რომელსაც კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში ეწურება და მის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს ითხოვენ.
წყაროს ცნობით, მილანი ესპანელი ფორვარდის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს და იმედი აქვს, რომ ფეხბურთელის სურვილი, რომელსაც სერია ა-ში დაბრუნება უნდა, გადამწყვეტ როლს ითამაშებს.