ატლეტიკომ იუვენტუსს ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ წინადადება გაუმზადა…
იტალიურ მედიაში ატლეტიკოს მხრიდან იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ არსებული ინტერესის თაობაზე საუბრები არ წყდება.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ესპანელები სერბი შემტევის გაფორმებას იანვარში ეცდებიან და ტურინული გრანდისთვის პირველი წინადადება უკვე გამზადებული აქვთ.
წყაროს ცნობით, ატლეტიკო იუვენტუსს სერბის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროსა და ალვარო მორატას შესთავაზებენ, რომლის მიმართ ტურინული გრანდი ინტერესს გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც იჩენდა…