Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აუარი კარიერას რომაში გააგრძელებს

ფაბრიციო რომანოს, Sky Sport Italia-სა და სხვა გავლენიანი წყაროების ინფორმაციით, რომამ ჰუსემ აუართან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ფეხბურთელი კარიერას ჯალოროსის რიგებში განაგრძობს.

ალჟირელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ლიონთან სეზონის ბოლოს იწურება და ის რომას რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

24 წლის ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერისთვის არაერთი ევროპული გრანდი იბრძოდა, რომასთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პერპსექტივით.