Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აუარის შემდეგ, რომა კიდევ რამდენიმე თავისუფალი აგენტის ტრანსფერზე მუშაობს

ჰუსემ აუარის ტრანსფერის შეთანხმების შემდეგ, რომა, რომელსაც ფინანსური Fair Play-ს წესების გამო სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი ფულის დახარჯვის უფლება არ ექნება, თავისუფალი აგენტების ძებნას განაგრძობს და რამდენიმე სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, რომა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს აინტრახრის უკანახაზელთან ევან ნდიკასთან, რომლის კონტრაქტი გერმანელებთან სეზონის ბოლოს იწურება.

ჯალოროსის სატრანსფერო სიაშია გლადბახის კიდევ ერთი ფეხბურთელი რამი ბენსებაინი, რომელიც ლეონარდო სპინაცოლას პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება.

რომა ინტერესს არ კარგავს ლივერპულის ფორვარდის რობერტო ფირმინოს მიმართაც, თუმცა გუნდი ბრაზილიელის ტრანსფერზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ჯალოროსის ტემი აბრაჰამი დატოვებს.