Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აუზილიო:“ ლუკაკუ ინტერის წარსულია, ჩვენი პრიორიტეტი კი მომავალზე ფიქრია…“

ინტერის დირექტორმა პიერო აუზილიომ Radio Serie A-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ლუკაკუ ? მე არ მიყვარს საუბარი იმ ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც სხვა გუნდში თამაშობენ. ინტერის პრიორიტეტი აწმყოსა და მომავალზე ფიქრია, ლუკაკუ კი უკვე წარსულია. მასთან ერთად ჩვენ მოვიგეთ სკუდეტო, მან მოგვიტანა მნიშვნელოვანი ფინანსური ზრდა და ლუკაკუსთან ერთად წავაგეთ 2 ფინალი, ეს ყველაფერი უკვე ისტორიაა.

„ლაუტარო ? მარტინესი რამდენიმე წლის წინ ატლეტიკოში ტრანსფერთან იყო ახლოს. ჩვენ 4 დღე აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და ბედნიერი ვარ, რომ შეთანხმება ვერ შედგა, რადგან მარტინესი დღევანდელი ინტერის კაპიტანი და სიმბოლოა.

„რატომ ზომერი ? ონანასა და ჰანდანოვიჩის წასვლის შემდეგ, ჩვენ გარანტიები გვჭირდებოდა, რომელსაც მხოლოდ ზომერის მსგავსი გამოცდილი და მაღალი კლასის კიპერი მოგვცემდა.

„აქვე ვიტყვი, რომ ჰანდანოვიჩი გუნდში რჩება და მუშაობას გააგრძელებს, ის ახალგაზრდა კიპერების განვითარებისთვის იდეალური კანდიდატია.“