ახალი დეტალები მილანის სტადიონის პროექტის თაობაზე…
იტალიურ მედიაში მილანის ახალი სტადიონის თაობაზე არაერთი დეტალი გავრცელდა.
ლომბარდიული გრანდი სტადიონის აშენებას სან დონატოს მუნიციპალიტეტში აპირებს, პორექტის შედგენა კი ამერიკულ კომპანია Manica-ს დაევალა.
Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, მილანმა უკვე წარადგინა 300-გვერდიანი გეგმა, რომელიც სტადიონისა და მისი შემოგარენის წყალობით სან დონატოს უფრო ხარისხიან, მიმზიდველ და ელიტარულ ლოკაციად აქცევს.
წყაროს ცნობით, მილანის ახალ პროექტში უდიდესი ყურადღება დაეთმობა მწვანე ზონების, პარკების გაშენებას, რომლებიც ყოველდღიური გამოყენებისთვის იქნება გათვლილი.
ახალი სტაიდონის ტერიტორიაზე აშენდება მილანის სათაო ოფისი, გუნდის მუზეუმი, როსონერის მაღაზია და სასტუმრო, რომელიც დაახლოებით 200 ნომერზე იქნება გათვლილი. ასევე უამრავი შოპინგ-ზონა და რესტორანი.
საბუთების მიხედვით, მილანის ახალი სტადიონი 70,000 ქომაგს დაიტევს.