Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

აძურის სიტუაცია ტრავმების მხრივ კიდევ უფრო დამძიმდა…

იტალიის ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი მატჩებისთვის ემზადება, რომლებშიც ფონს გასვლა აძურის საკადრო პრობლემების ფონზე მოუწევს.

Sky Sport-ის ცნობით, მომდევნო მატჩებში იუვენტუსის ფორვარდის მოიზე კინის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან იტალიელმა გუნდთან ერთად სრული სავარჯიშო სესია ვერ ჩაატარა და უცნობია, შეძლებს თუ არა ის ჩრდილოეთ მაკედონიისა და უკრაინის ნაკრებების წინააღმდეგ თამაშს.

კინის გარდა, აძურის ლაზარეთში ბრაიან კრისტანტე, ანდრეა კამბიაზო, ჯოვანი დი ლორენცო და მანუელ ლოკატელი იმყოფებიან.