ბაიერნი იუვენტუსის კიპერით ინტერესდება
იტალიური წყაროების ცნობით, ბაიერნი იუვენტუსის კარის დარაჯის ვოიცეხ შესნის ტრანსფერით ინტერესდება.
გერმანული გრანდი უახლოეს პერიოდში იან სომერს დაკარგავს, რომელიც ინტერის რიგებს შეუერთდება, მანუელ ნოიერის ცუდი ფიზიკური კონდიციების გამო კი რეკორდმაისტერები მაღალი დონის კიპერის ძიებაში არიან.
შესნი იუვენტუსის რიგებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და La Repubblica-ს ცნობით, ბიანკონერი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.