Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბაიერნი კიეზას ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩის გარდა, ბაიერნი იუვენტუსის კიდევ ერთი შემტევის – ფედერიკო კიეზას ტრანსფერით ინტერესდება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი იტალიელი ვინგერის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მის სანაცვლოდ დაახლოებით 35-40 მილიონ ევროს ითხოვს.

წყაროს ცნობით, ბაიერნის გარდა, კიეზას მიმართ ინტერესს ლივერპულიც იჩენს, თუმცა ჯერჯერობით აქტიური მოლაპარაკებები დაწყებული არც ერთ გუნდთან არ არის.