Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბაიერნი პავარის ინტერში ტრანსფერს ბლოკავს…

იტალიური მედიის ცნობით, ბაიერნი ბენჟამინ პავარს ინტერში არ გაუშვებს, სანამ მის შემცვლელს არ იპოვნის.

ლომბარდიულმა გრანდმა გერმანელებთან 27 წლის მცველის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწია, რომლის მიხედვითაც ნერაძური რეკორდმაისტერებს 30 მილიონსა და ბონუსებს გადაუხდის, თუმცა ჯერჯერობით მხარეები ტრანსფერის დახურვას ვერ ახერხებენ, რადგან გერმანელებს პირველ რიგში პავარის შემცვლელის გაფორმება მოუწევს.

DAZN-ის ცნობით, ტომას ტუხელი ფრანგის შენარჩნების იმედს არ კარგავს და პავარის დარწმუნებას ცდილობს, რომ ინტერში ტრანსფერზე უარი თქვას…