Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბაიერნი ვლაჰოვიჩის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს

არაერთი იტალიური და გერმანული წყაროს მტკიცებით, ბაიერნი იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.

იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, სერბი ფორვარდის ხილვა რეკორდმაისტერების რიგებში პირადად ტომას ტუხელს სურს და გერმანელები მწვრთნელის სურვილის დაკმაყოფილებას ეცდებიან.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი ვლაჰოვიჩის ტრანსფერში სხვა ფეხბურთელის ჩართვის წინააღმდეგია და მის სანაცვლოდ მინიმუმ 80 მილიონი ევროს მიღება სურს.