ბაიერნის პირველი წინადადება ვლაჰოვიჩის თაობაზე…
იტალიურ და გერმანულ მედიაში იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის მიმართ ბაიერნის მხრიდან ინტერესის შესახებ საუბრები არ წყდება.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, რეკორდმაისტერები ტურინულ გრანდს სერბი ფორვარდის სანაცვლოდ დაახლოებით 60 მილიონ ევროს შესთავაზებენ, ბიანკონერი კი თავის მხრივ 85-90 მილიონ ევროს ითხოვს.
წყაროს ცნობით, ვლაჰოვიჩი, რომელსაც ალეგრისთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს, გუნდის დატოვების და ბაიერნში გადასვლის წინააღმდეგი არ არის…