ბაიერნმა ინტერს პავარის ფასი შეუთვალა…
ინტერმა ცენტრალური მცველის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა და მათი ერთ-ერთი სამიზნე ბაიერნის ბენჟამინ პავარი გახლავთ, თუმცა მისი გაფორმება მარტივი არ იქნება.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, გერმანული გრანდი 27 წლის ფრანგის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც ნერაძური არ აპირებს.
ინტერის პრიორიტეტი ატალანტას ჯორჯო სკალვინი გახლავთ, რომელიც დაახლოებით 35-40 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ამიტომ თუ ლომბარდიული გრანდი მცველის სანაცვლოდ აღნიშნული თანხის გადახდას გადაწყვეტს, ბეპე მაროტა აქცენტს სწორედ იტალიელზე გააკეთებს.