ბაიერნმა ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა
ფრანტული წყაროების ცნობით, ბაიერნმა იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა და ტურინელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
L’Equipe-ს ცნობით, ბაიერნმა ჰარი კეინის ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტა და ტურინული გრანდის სერბი ფორვარდის გაფორმებას ცდილობს, რომლის მიმართ ინტერესს პსჟ იჩენს.
იუვე ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს ითხოვს და მისი გაშვების შემთხვევაში ბიანკონერი ლუკაკუ-დევიდიდან ერთ-ერთს გაიფორმებს.