Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბალო-ტურე მილანის დატოვებაზე უარს ამბობს…

მილანმა და ვერდერმა ფოდე ბალო-ტურეს ტრანსფერი რამდენიმე დღის წინ შეათანხმეს, მაგრამ ტრანსფერის საბოლოოდ დახურვას თავად ფეხბურთელი ბლოკავს.

MilanNews-ის ინფორმაციით, ბალო-ტურეს ვერდერში გადასვლა არ სურს და სხვა წინადადების მოლოდინშია, რაც თავის მხრივ ლომბარდიულ გრანდს ახალი მარცხენა მცველის ტრანსფერის საშუალებას არ აძლევს.

წყაროს ცნობით, მილანში დარჩენის შემთხვევაშიც კი, ბალო-ტურე როსონერის მაისურით აღარ ითამაშებს და მას მომდევნო სეზონის გატარება მოედანს მიღმა მოუწევს