Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა ამრაბატის ტრანსფერზე მუშაობას ზაფხულში განაახლებს

იტალიური მედიის ცნობით, ბარსელონა ფიორენტინას ნახევარმცველის სოფიან ამრაბატის მიმართ ინტერესს არ კარგავს და ფიორენტინასთან მოლაპარაკებებს სეზონის ბოლოს განაახლებს.

ბლაუგრანას ინტერესი მოროკოელმა ფეხბურთელმა მუნდიალზე წარმატებული ასპარეზობის შემდეგ დაიმსახურა და ესპანურ გრანდს მისი გაფორმება იანვარში უნდოდა, თუმცა მაშინ როკო კომისომ ფეხბურთელის გასხვისება არ ისურვა.

26 წლის ნახევარმცველის მიმდინარე კონტრაქტი იებთან 2024 წლის ზაფხულში იწურება და ფლორენციელები მის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ.