Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონა – იუვენტუსის მატჩი გაუქმდა

არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, ბარსელონა – იუვენტუსის მატჩი, რომელიც ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა გამართულიყო, გაუქმდა.

Goal-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ვირუსული გასტროენტერიტი გახლავთ, რომელიც ბლაუგრანას რამდენიმე წევრს დაუდასტურდა.

ბარსელონას მილანის წინააღმდეგ მატჩი 2 აგვისტოს აქვს ჩანიშნული და ჯერჯერობით უცნობია, გაიმართება თუ არა შეხვედრა.