Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბარსელონას გუნდში ინძაგის ხილვა სურს

ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონა ზაფხულში ინტერის მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის გაფორმებას ეცდება.

ბლაუგრანას სეზონის ბოლოს ჩავი ერნანდესი დატოვებს და ესპანური გრანდი მისი შემცვლელების ძიებას უკვე შეუდგა.

გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ბარსელონას პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მის ჩანაცვლებას იურგენ კლოპის ან სიმონე ინძაგის კანდიდატურებით ეცდება.