ბასტონიმ არა მხოლოდ იუვენტუსთან, არამედ შესაძლოა ნაპოლისთან მატჩიც გამოტოვოს…
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ინტერის უკანახაზელს ალესანდრო ბასტონის გეგმიური შემოწმება ჩაუტარდა, რომელმაც იტალიელს ბარძაყის ტრავმა დაუდასტურა.
ბასტონის ტრავმის გამო იუვენტუსთან და ბენფიკასთან მატჩების გამოტოვება მოუწევს, თუმცა დიდი ალბათობით ის გუნდს ვერც ნაპოლისთან შეხვედრაში დაეხმარება.
წყაროს ცნობით, ბასტონის მოედანზე დასაბრუნებლად დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება, ინტერი კი ნაპოლის 3 დეკემბერს ესტუმრება.