Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბასტონის აგენტი:“ კონტრაქტის გახანგრძლივებას ორივე მხარის თანხმობა სჭირდება…“

ინტერის ცენტრალური მცველის ალესანდრო ბასტონის მიმართ, რომელსაც მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2024 წლის ზაფხულში ეწურება, ინტერესი დღითი დღე იზრდება, ნერაძური კი ფეხბურთელთან ახალი კონტრაქტის თაობაზე კვლავაც ვერ თანხმდება.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა გააკეთა.

„ახალი კონტრაქტი ? ამ საკითხზე შეთანხმების მისაღწევად ორივე მხარის თანხმობა სჭირდება. რატომღაც, როდესაც ფეხბურთელის კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წელია დარჩენილი და მას მოცდა სურს, ფეხბურთელს ყველა აკრიტიკებს, თუმცა როდესაც იმავეს გუნდი აკეთებს, ეს ნორმალურად მიიჩნევა.

„ზოგჯერ, ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობს, რადგან მას ზედმეტად დიდი ხანი ალოდინეს.“