Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბასტონის თამაში იუვენტუსის წინააღმდეგ ფაქტობრივად გამორიცხულია…

იუვენტუსი და ინტერი derby d’Italia-სთვის მზადებას უკვე შეუდგნენ, რომელშიც გუნდებს ფონს გასვლა სერიოზული საკადრო პრობლემების ფონზე მოუწევთ.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკლისი ინტერისთვის 24 წლის იტალიელი მცველის ალესანდრო ბასტონის არყოფნა იქნება, რომლის თამაში ტურინული გრანდის წინააღმდეგ ფაქტობრივად გამორიცხულია.

იტალიელ ფეხბურთელს მყესის დაჭიმულობა დაუდასტურდა, რის გამოც ის აძურის ვერ ეხმარება და Corriere dello Sport-ის ცნობით, თამაშს ვერც იუვენტუსის წინააღმდეგ შეძლებს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსთან მატჩში ინტერის განკარგულებაში იქნება ჰაკან ჩალჰანოღლუ, რომელიც თურქეთის ნაკრებს გრიპის სიმპტომების გამო გამოეთიშა, თუმცა სერია ა-ს მომდევნო ტურისთვის ის სრულ მზადყოფნაში იქნება…