ბასტონის ტრავმა სერიოზულია და რამდენიმე კვირა ვერ ითამაშებს…
ინტერის მცველის ალესანდრო ბასტონის ტრავმა, რომელიც მან ნაკრებში ვარჯიშის დროს მიიღო, საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა, რის გამოც ნერაძურის უკანახაზელი მინიმუმ 3 კვირას გამოტოვებს.
24 წლის ცენტრალურმა მცველმა აძურის რიგები უკვე დატოვა და მილანში დაბრუნდა, სადაც სარეაბილიტაციო პროცესს შეუდგება.
SportItalia-ს ცნობით, ბასტონი დიდი ალბათობით იუვენტუსთან, ბენფიკასთან და ნაპოლისთან მატჩებს გამოტოვებს.