Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

BC Partners-ი ინტერის ყიდვასთან ერთ ნაბიჯში იყო…

იტალიური მედიის ინფორმაციით, თებერვლის ბოლოს Suning-ი ინტერის გაყიდვასთან ძალიან ახლოს იყო და გუნდის აქციების საკონტროლო პაკეტის მმართველი BC Partners-ი უნდა გამხდარიყო.

Tuttosport-ის ცნობით, მხარეები უკვე შეთანხმებულები იყვნენ და ბრიტანული საინვესტიციო კომპანია ინტერს 800 მილიონი ევროს სანაცვლოდ ყიდულობდა, მაგრამ შთანხმება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ჰორიზონტზე ევროპის სუპერ ლიგის პროექტი გამოჩნდა.

აღნიშნული პროექტის თანახმად, ინტერი ყოველწლიურად მინიმუმ 350 მილიონ ევროს მიიღებდა და ეს თანხა გუნდს კრიზისიდან ამოიყვანდა, ამიტომ Suning-მა მოლაპარაკება შეაჩერა, თუმცა ახლა, როდესაც პროექტი ჩაიშალა, ინტერი უდიდესი ფინანსური პრობლემების წინაშე დარჩა…