ბენიტესი:“ გაბრი კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს“
სელტა ვიგოს მთავარმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა დაადასტურა, რომ ესპანელი ტალანტი გაბრი ვეიგა ნაპოლიში ტრანსფერთან ახლოს არის.
„გაბრის ტრანსფერის თაობაზე ნაპოლისთან შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია და ის კარიერას იტალიაში გააგრძელებს.
„ვეიგა გამორჩეული ტალანტია, რომლის შენარჩუნებაც ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ სიტუაციას რეალისტურად უნდა შევხედოთ, გუნდი ასეთ ფინანსურ წინადადებაზე უარს ვერ იტყვის.“