Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერარდი:“ მე ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მსურს…“

ლაციოსა და მილანის სატრანსფერო სამიზნემ დომენიკო ბერარდიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„მე ჩემპიონთა ლიგაზე თამაში უკვე დიდი ხანია მინდა, თუმცა ამისთვის სამი მხარის თანხმობაა საჭირო: ფეხბურთელის, მყიდველი და გამყიდველი გუნდების. როგორც უკვე არაერთხელ დავრწმუნდი, გუნდებს შორის საერთო ენის გამონახვა მარტივი არ არის…“

სასუოლოს კაპიტანის სანაცვლოდ ნეროვერდი 35-40 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდაზეც მისი გაფორმებით დაინტერესებული გუნდები უკვე წლებია უარს ამბობენ…