Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბერარდის იუვენტუსში ტრანსფერი საბოლოოდ გამოირიცხა

იტალიური მედიის ცნობით, დომენიკო ბერარდის ტრანსფერი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში საბოლოოდ გამოირიცხა.

SportMediaset-ის ინფორმაციით, იტალიელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და როგორც ჩანს, მისი გუნდიდან წასვლის შანსი ნულის ტოლია.

წყაროს ცნობით, ბოლო საათებში დომენიკოს თაობაზე ინფორმაცია ფიორენტინამ გამოითხოვა, მაგრამ მათ ნეროვერდისგან მოლაპარაკებებზე უარი მიიღეს.