ბეტისის დირექტორმა მილანის სატრანსფერო სამიზნის მომავალზე კომენტარი გააკეთა
რეალ ბეტისის დირექტორმა რამონ პლანესმა ხუან მირანდას მომავალთან დაკავშიებით კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მარცხენა მცველს, რომელსაც ესპანელებთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, მილანს აქტიურად უკავშირებენ.
„ჩვენ მირანდასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე კვირაა ვაწარმოებთ, მაგრამ საერთო ესნი გამონახვას ორივე მხარის სურვილი სჭირდება. ჩვენი სურვილი მისი შენარჩუნებაა, თუმცა ფეხბურთელის პოზიციას პატივი უნდა ვცეთ.“