Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

BILD: შობოშლაის მომავალი გუნდი საბოლოოდ გადაწყდა

გერმანული გამოცემა Sport BILD-ის ინფორმაციით, იუვენტუსის, ინტერის და მილანის სატრანსფერო სამიზნის, დომინიკ შობოშლაის მომავალი გუნდი საბოლოოდ გარიკვა.

წყაროს მტკიცებით, ლაიფციგი ზაფხულში ფეხბურთელის სანაცვლოდ ზალცბურგს 20 მილიონ ევროს გადაუხდის და შემდგომში გაყიდვის შემთხვევაში ავსტრიული გუნდი დამატებით გარკვეულ პროცენტს მიიღებს.

20 წლის ფეხბურთელი მილანში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რალფ რანგნიკთან ერთად უნდა გადაბარგებულიყო, თუმცა სტეფანო პიოლის შესანიშნავი შედეგის ფონზე გერმანელი სპეციალისტის როსონერიში მისვლა ჩაიშალა და ტრანსფერი არ გამოვიდა.

უნგრელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.