Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Binance-ს მფლობელმა შესაძლოა ლაციო იყიდოს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კრიპტო-პლატფორმის მფლობელი ლაციოს ყიდვას სერიოზულად განიხილავს.

ჩანბენ ჩჟაო, რომლის კომპანიაც ლაციოს მაისურის სპონსორი გახლავთ, ცოტა ხნის წინ ბიანკოჩელესტის სამწვრთნელო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც კლაუდიო ლოტიტოს შეხვდა და გუნდის ვარჯიშს დაესწრო.

ჯერჯერობით მხარეებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები დაწყებული არ არის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩინელ მილიარდელს ფინანსების მხრივ პრობლემა არ აქვს,  ლაციოს ყიდვა ჩჟაოსთვის პრობლემა არ იქნება…