Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო დეტალები ნაპოლიში კვარას ახალი კონტრაქტის თაობაზე

ნეაპოლიტანური გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, ნაპოლის ქართველი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ახალ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს.

წყაროს ცნობით, კვარა ნაპოლის ღირსებას 2029 წლის ზაფხულამდე დაიცავს, ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით.

წყაროს ცნობით, ხვიჩას ხელშეკრულებაში ჩაიდება გამოსასყიდი პუნქტი, რომლის გააქტიურება ნებისმიერ გუნდს დაახლოებით 100 მილიონი ევროს ფარგლებში შეეძლება, სერია ა-ს მოქმედი MVP-ს გასამრჯელო კი 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება.