Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია ჩალჰანოღლუსა და შკრინიარის ტრავმებთან დაკავშირებით…

სერია ა-ში რთული პერიოდის ფონზე, ინტერი სიტუაციის გამოსწორებას ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლით ეცდება, თუმცა ამის გაკეთება საკადრო პრობლემების ფონზე მოუწევს.

ინტერი ბენფიკასთან პირველ მატჩს პორტუგალიაში 11 აპრილს გამართავს და FcInterNews-ის ცნობით, ლომბარდიულ გრანდს ფონს გასვლა კვლავ ჰაკან ჩალჰანოღლუსა და მილან შკრინიარის გარეშე მოუწევს.

წყაროს ცნობით, ორივე მათგანი ინდივიდუალურად ვარჯიშს განაგრძობს და მათი თამაში ბენფიკას წინააღმდეგ გამორიცხულია. წყაროს ცნობით, თურქი და სლოვაკი ფეხბურთელები დიდი ალბათობით გუნდსი განკარგულებაში ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩისთვის დაბრუნდებიან.