Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია ლეაუს ტრავმასთან დაკავშირებით…

რაფაელ ლეაუ ბარძაყის ტრავმის გამო სარეაბილიტაციო პროცესს განაგრძობს და ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს პორტუგალიელი მოედანზე დაბრუნებას.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რაფა ბოლო დღეებში სახლში მკურნალობდა, ხვალ კი მილანელოზე დაბრუნდება და ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს შეუდგება, მომდევნო კვირის დასაწყისში ის გეგმიურ შემოწმებას ჩატარებს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის დაბრუნდება ლეაუ მოედანზე.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის რთული წარმოსადგენია, რომ ლეაუ ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდთან გადამწყვეტ მატჩში სტეფანო პიოლის განკარგულებაში იქნება.