ბოლო ინფორმაცია ლეაუსა და კალაბრიას ტრავმების თაობაზე
მილანის ფეხბურთელებმა რაფაელ ლეაუმ და დავიდე კალაბრიამ, რომლებმაც ტრავმები ლეჩესთან მატჩის მსვლელობისას მიიღეს, სამედიცინო შემოწმება ჩაიტარეს.
როსონერის პორტუგალიელ ვარსკვლავს ბარძაყის ბიცეფსის პირველი ხარისხის დაზიანება დაუდასტურდა. მისი მოედანზე დაბრუნების დრო უცნობია, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მან უახლოეს მატჩებში პორტუგალიის ნაკრების დახმარება შეძლოს.
ნაკლებად სერიოზულია კალაბრიას ტრავმა, რომელსაც კუნთის გადაღლილობა დაუდგინდა და არ არის გამორიცხული, მან იტალიის ნაკრების დახმარება შეძლოს.