Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლო ინფორმაცია ოსიმენის ტრავმასთან დაკავშირებით…

ნაპოლის ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა, რომელმაც ტრავმის გამო მილანთან მატჩი გამოტოვა, დღეს გეგმიური სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა.

Sky Sport-ის ინფორმაციით, ნიგერიელი ფორვარდის ყოფნა ლეჩესთან გამორიცხულია, თუმცა ნაპოლის სამედიცინო შტაბი იმედს არ კარგავს, რომ ის მილანთან მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის განკარგულებაში იქნება.

წყაროს ცნობით, ოსიმენის განმეორებითი სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს არის ჩანიშნული და საბოლოოდ გადაწყდება, შეეძლება თუ არა მას მილანის წინააღმდეგ თამაში, თუმცა ამ მომენტისთვის ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ნიგერიელი სასტარტო შემადგენლობაში იქნება…