ბოლონია ტიაგო მოტასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ცდილობს
ბოლონიას თავკაცი ტიაგო მოტა სერია ა-ს ბოლო პერიოდის ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ჩამოყალიბდა და მის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს, როსობლოს კი მისი შენარჩუნების იმედი აქვს.
41 წლის სპეციალისტის მიმდინარე კონტრაქტი როსობლუსთან სეზონის ბოლოს იწურება და როგორც გუნდის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა, გუნდი იტალიელი სპეციალისტის ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობას უკვე შეუდგა.
მოტას გასულ თვეებში არაერთ გუნდს, მათ შორის რომას და ნაპოლის უკავშირებდნენ, ამიტომ ბოლონიას მოტას შენარჩუნება, რომლის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციას იკავებს და ჩემპიონთა ლიგის ზონას 3 ქულით ჩამორჩება, ძალიან გაუჭირდება.