Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბოლონიას ისტორიული შედეგი სერია ა-ში…

ტიაგო მოტას ბოლონია პოზიტიურ სვლას განაგრძობს. როსობლუმ ამჯერად ვერონას დამარცხება შეძლო და ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

ბოლონიამ გუნდის ისტორიაში ზედიზედ 5 მატჩის მოგება პირველად შეძლო, პროცესში კი ტიაგო მოტას შეგირდებმა 14 გოლი გაიტანეს და მხოლოდ 3 გაუშვეს.

ემილია-რომანიას წარმომადგენლები სერია ა-ს 26 ტურის შემდეგ 48 ქულით მე-4 პოზიციას იკავებენ და თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დიდი ალბათობით 5 იტალიური გუნდი იასპარეზებს, ბოლონიას ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თამაშის დიდი შანსი აქვს…