ბოლონიას ნახევარმცველი ლაციოს სატრანსფერო სიაში
ლაციო ზაფხულში მარკოს ანტონიოს გაყიდვას გეგმავს და მისი შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ბიანკოჩელესტის რიგებს ზაფხულში შეუერთდა, თუმცა მას არც თუ ისე კარგი სადებიუტო სეზონი გამოუვიდა და არწივები მისი გაყიდვის წინააღმდეგები არ არიან.
Il Messaggero-ს ცნობით, ლაციო ანტონიოს ჩანაცვლებას ბოლონიას ჯერდი შუტენის ტრანსფერით ეცდება, რომელმაც ბოლონიაში თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა. მისი გაფორმება რომაელებს 8-9 მილიონი ევრო დაუჯდებათ.