Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბონუჩის აგენტი:“ ლეო იუვენტუსის დატოვებას არ აპირებს“

იუვენტუსის უკანახაზელის ლეონარდო ბონუჩის აგენტმა ალესანდრო ლუჩიმ კლიენტის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„მე ბონუჩის თაობაზე ბევრი სატრანსფერო ჭორი მესმის, მაგრამ მისი სურვილი იუვენტუსში დარჩენაა, სადაც ის რამდენიმე კვირის წინ გუნდის კაპიტანი იყო და სურს, რომ ასეთ მნიშვნელოვან გუნდში თავისი სტატუსი შეინარჩუნოს.

„ბონუჩი მსოფლიო დონის ფეხბურთელი, იტალიის ნაკრების კაპიტანი  და იუვენტუსის დონის გუნდის ლიდერია. ჩვენ სატრანსფერო ფანჯარაზე მიმდინარე პროცესებს თვალს ვადევნებთ და მხოლოდ ისეთ წინადადებას განვიხილავთ, რომელიც ბონუჩის ამბიციებს შეეფერება.“