Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბორმუნთის მცველი მილანის სატრანსფერო სიაში

მილანი იანვარში მცველის გაფორმებას გეგმავს და ლომბარდიულ გრანდს ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე შერჩეული ჰყავს.

პიერ კალულუს ოპერაციის შემდეგ, რომელსაც მინიმუმ 4 თვე გაუცდება, ჯოფრი მონკადა მუშაობას შეუდგა და იტალიური წყაროების ცნობით, მისი მთავარი სამიზნე ბორნმუთის ლოიდ კელი გახლავთ.

Tuttosport-ის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელის თამაშს პირადად მონკადა დაესწრო, რაც მილანის მხრიდან სერიოზულ ინტერესს კიდევ ერთხელ ადასტურებს.