Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ბრემერისთვის კიდევ ერთი ინგლისური გუნდი იბრძოლებს

მანჩესტერ იუნაიტედის შემდეგ, იუვენტუსის მცველის გლეისონ ბრემერის მიმართ ინტერესი ნიუკასლმა გამოთქვა და ზაფხულში ტურინულ გრანდთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება.

ნიუკასლი ტრავმირებული სვენ ბოტმანის შემცვლელის ძიებაშია, რომელიც მომდევნო 7-8 თვე თამაშს ვერ შეძლებს და ინგლისელები მის შეცვლას სწორედ ბრემერის ტრანსფერით ეცდებიან.

იუვენტუსს თავის მხრივ ბრემერის დაკარგვა არ სურს, თუმცა არაერთი გავლენიანი წყაროს ცნობით, ბრაზილიელის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ მსურველს მისი გამოსყიდვა 60-70 მილიონ ევროდ შეუძლია.