ბუფონი:“ კვარა ტალანტით ჰოლანდისა და მბაპეს დონეზეა“
ლეგენდარულმა ჯანლუიჯი ბუფონმა ნაპოლის ქათველი ტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე ისაუბრა.
„კვარას მოხვედრა ოქროს ბურთის კანდიდატთა სიაში ? ეს ისტორიული შედეგია, ამ სიაში მოხვედრა გამორჩეული მიღწევაა და ახლა, როდესაც მესი, რონალდუ და ნეიმარი ევროპაში აღარ არიან, ახალგაზრდა ფეხბურთელებს გამარჯვების მეტი შანსი აქვთ. ვფიქრობ, რომ კვარა ტალანტის მხირვ მბაპესა და ჰოლანდის დონეზეა.
„კრიტიკა გარსიას მიამრთ ? მე საკმარისზე დიდი გამოცდილება მაქვს და ვიცი, რომ თუ გუნდის შიგნით არსებული სიტუაცია არ იცი, ნაჩქარები დასკვნებისგან თავი უნდა შეიკავო.“