Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

Casa Milan-ის გაყიდვით შემოსულ თანხას მილანი ტრანსფერებს მოახმარს

როგორც რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, მილანმა Casa Milan-ი, შენობა, რომელშიც გუნდის მუზეუმი, სათაო ოფისი და სხვა ობიექტებია განთავსებული და რომელიც გუნდმა 10 თვის წინ 40 მილიონად გამოისყიდა, მათ აღნიშნული შენობა 20 მილიონით უფრო ძვირად გაყიდა (დეტალები იხიელთ აქ), მოგებულ თანხას კი ტრანსფერებს მოახმარს.

MilanNews-ის ინფორმაციით, როსონერის აბსოლუტური პრიორიტეტი კვლავ ცენტრალური მცველის გაფორმებაა, რომელიც სიმონ კიაერის შემცვლელი უნდა გახდეს, თუმცა დამატებითი თანხა როსონერის ხელმძღვანელობას საშუალებას მისცემს, რომ კიდევ ერთი პოზიციის გაძლიერებაზე იფიქროს.

წყაროს ცნობით, ცენტრალურ მცველთან ერთად მილანი ფორვარდის დამატებასაც შეეცდება, რომელიც სავარაუდოდ პიეტრო პელეგრის შემცვლელი გახდება, რადგან როსონერის რიგებში მონაკოდან არენდით გადმოყვანილი ფეხბურთელი ტრავმებისა თუ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო გუნდის მოლოდინს ვერ ამართლებს და ის სავარაუდოდ იტალიურ გრანდს ნაადრევად, იანვარში დატოვებს.