Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

CdS: იუვენტუსს დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივება გაუჭირდება

Corriere dello Sport პაულო დიბალას ახალი კონტრაქტის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს. მოგეხსენებათ, არგენტინელს მიმდინარე ხელშეკრულება ტურინელებთან 2022 წლის ივნისამდე აკავშირებს და ის სეზონში 8 მილიონს იღებს.

წყაროს ინფორმაციით, ლა ჯოიას აგენტი უკვე რამდენიმე თვეა იტალიაში იმყოფება და იუვეს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ჯერჯერობით მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

დიბალას სურს, რომ გუნდში კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს. კრიშტიანუ სეზონში 31 მილიონ ევროს იღებს, დე ლიხტი კი 11.5 მილიონს და ლა ჯოიას ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ სეზონში 15 მილიონი ევროს მიღება სურს.

რთული ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე იუვენტუსი ლა ჯოიას მოთხოვნის დაკმაყოფილებას ჯერჯერობით არ აპირებს და არ არის გამორიცხული, რომ მხარეები ზაფხულამდე ვერ შეთანხმდნენ, დიბალამ იუვენტუსი დატოვოს…