Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

CdS: მილანი და ჩელსი შეთანხმდნენ

Corriere dello Sport-ის მტკიცებით, მილანი და ჩელსი ტიემუ ბაკაიოკოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

გამოცემის ინფორმაციით, როსონერის ფეხბურთელის 1-წლიან იჯარაში 3.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, შემდგომში კი მისი გამოსყიდვა 30 მილიონ ევროდ შეეძლება.

გუნდები ახლა 30 მილიონი ევროს გადახდის პირობებზე მსჯელობენ. მილანს სურს, რომ გარანტურებული თანხა 25-26 მილიონი იყოს, დანარჩენი კი ბონუსების სახით გადაიხადოს, თუმცა ჩელსის სრული თანხის ერთიანად მიღება სურს.

პარალელურად როსონერიმ ბაკაიოკოს პირად კონტრაქტზეც დაიწყო მუშაობა, თუმცა ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე, ეს პრობლემა არ უნდა იყოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.