Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩალჰანოღლუ გუნდს ვერც მომდევნო მატჩში დაეხმარება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერის ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ ნერაძურის ვერც ჯენოასთან მოახლოებულ მატჩში დაეხმარება.

თურქმა ფეხბურთელმა კუნთის ტრავმის გამო ლეჩესთან შეხვედრა გამოტოვა და Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მას მოედანზე ვერც ჯენოას წინააღმდეგ ვიხილავთ.

წყაროს ცნობით, ინტერის სამედიცინო შტაბს სურს, რომ ჰაკანი ატლეტიკოსთან მატჩისთვის სრულ მზადყოფნაში იყოს, ამიტომ გუნდი რისკზე წასვლას არ აპირებს.