Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩეფერინი UEFA-ს პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს

UEFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპული ფეხბურთის ყველაზე გავლენიან ორგანიზაციას მომდევნო 4 წლის განმავლობაში კვლავ ალექსანდრ ჩეფერინი გაუძღვება.

ჩეფერინი UEFA-ს სათავეში 2016 წლიდან მოყოლებული უდგას, ამ არჩევნებში კი, 2019 წლის მსგავსად, სლოვენიელ სპეციალისტს კონკურენტი არ ჰყავდა და ის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი გახლდათ.