Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ჩელსი ოსიმენის ტრანსფერში ლუკაკუს ჩართვას ცდილობს

ჩელსი ნაპოლის ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ლონდონელები ნიგერიელი ფეხბურთელის ფასის შესამცირებლად რომელუ ლუკაკუს გამოყენებას ცდილობენ.

SportItalia-ს ცნობით, ჩელსი მზად არის, ნაპოლის ოსიმენის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო და რომელუ ლუკაკუ შესთავაზოს, რომელიც დაახლოებით 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

გამოცემის ინფორმაციით, თავად ფეხბურთელი ჩელსიში გადასვლის წინააღმდეგი არ არის, რადგან მისი პრიორიტეტი პრემიერ ლიგაში თამაშია და პსჟ-ს ვარიანტს ჯერჯერობით არ განიხილავს.